ავტორიზაცია

"ვათამაშებ თუ არა მამარდაშვილს?" - ვალენსიას მწვრთნელმა შეკითხვას უპასუხა

"ვათამაშებ თუ არა მამარდაშვილს?" - ვალენსიას მწვრთნელმა შეკითხვას უპასუხა
თარიღი 01 დეკ 2021, 18:06

ესპანური კოპა დელ რეის 1/64 ფინალურ ეტაპზე "ვალენსია" სტუმრად ქვედალიგელ "უტრილასს" დაუპირისპირდება.

ჟურნალისტებმა ვალენსიას მთავარ მწვრთნელ ხოსე ბორდალასს შემადგენლობის არჩევის პრინციპზე ჰკითხეს, რაზეც შემდეგნაირად უპასუხა.

"ის ზუსტად ვიცი, რომ იასპერ სილესენი არ ითამაშებს, მას დასვენების საშუალება მიეცემა. რივეროს, ხუამესა და მამარდაშვილს კი თანაბარი შანსი აქვთ და გადაწყვეტილებას მატჩის დღეს მივიღებთ. სამივე მეკარე ძალიან კარგად მუშაობს და თითოეულ მათგანს ვენდობით," - ციტირებს ესპანური გამოცემა AS ხოსე ბორდალასის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი გუნდს 2021 წლის ზაფხულში იჯარით დინამო თბილისიდან შეუერთდა და ლა ლიგის სტარტზე მან ზედიზედ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.