ავტორიზაცია

დაეხმარება თუ არა ანსუ ფატი ბარსელონას ბაიერნთან შეხვედრაში?

დაეხმარება თუ არა ანსუ ფატი ბარსელონას ბაიერნთან შეხვედრაში?
თარიღი 01 დეკ 2021, 18:09

„ბარსელონას“ შემტევი ანსუ ფატი ტრავმისგან გამოჯანმრთელებასთან ახლოსაა.

Marca-ს ინფორმაციით, 19 წლის ესპანელი შესაძლოა „ბაიერნთან“ 8 დეკემბერს გასამართი მატჩისთვის მზად იყოს.

შეგახსენებთ, რომ ფატიმ დაზიანება „სელტასთან“ ლა ლიგის მე-13 ტურის მატჩში მიიღო, რომელიც ფრედ 3:3 დასრულდა.

მიმდინარე სეზონში ფატიმ ლა ლიგაში 5 მატჩში ითამაშა და 3 გოლი გაიტანა. 

„ბაიერნთან“ მატჩი „ბარსასთვის“ გადამწყვეტი იქნება - შემდეგ ეტაპზე გასასვლელად კატალონიელებს მოსაგები აქვთ, ან პარალელურ მატჩში „ბენეფიკამ“ შინ „დინამო კიევი“ არ უნდა დაამარცხოს.