პიკე: "რეალში გადასვლას სიკვდილი მირჩევნია"

„ბარსელონას“ მცველს, ჟერარ პიკეს ჰკითხეს, არსებობს თ არა მისთვის „რეალში“ გადასვლის შესაძლებლობა.
„აბსოლუტურად შეუძლებელია, არაფრის ფასად.
მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე „რეალში“ გადავიდე.“ - აღნიშნა ჟერარ პიკემ შოუ El Hormiguero-ს პირდაპირ ეთერში.
ესპანელი მცველი „ბარსელონას“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2009 წლიდან ასპარეზობს. ამ წლების მანძილზე ის „რეალის“ ქილიკითა და კრიტიკით არაერთხელ გამოირჩა.