ESPN-მ წლის 10 საუკეთესო ვინგერი დაასახელა - ნეიმარი ათეულში აქაც ვერ მოხვდა
ESPN-მ თავისი ყოველწლიური რეიტინგები გამოაქვეყნა, რომელშიც პოზიციების მიხედვით საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.
წლის 10 საუკეთესო ვინგერებად დასახელდნენ:
1. სადიო მანე (წინა წლის ლიდერიც ის იყო)
2. ფედერიკო კიეზა (შარშან ათეულში არ მოხვედრილა)
3. რაჰიმ სტერლინგი (მე-2)
4. სერჟ გნაბრი (მე-3)
5. ვინისიუსი (მე-10)
6. ინსინიე (ათეულში არ მოხვედრილა)
7. ჯეკ გრილიში (შარშან მე-10 ადგილი დაიკავა შემტევ ნახევარმცველებში)
8. მიკელ ოიარსაბალი (ათეულს მიღმა)
9. რიად მაჰრეზი (ათეულს მიღმა)
10. ანხელ დი მარია (მე-5).
გამოკითხვა ტარდებოდა 77 ექსპერტს შორის, რომლებშიც შედიოდნენ როგორც ჟურნალისტები, ისე ყოფილი ფეხბურთელებიც. მათ აირჩიეს 300-ზე მეტი სახელიდან საუკეთესო და საკუთარი ვარიანტის ჩამატებაც შეეძლოთ.