ავტორიზაცია

გრილიში მანჩესტერ იუნაიტედში ჩაშლილ ტრანსფერზე: "ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ არ გამოვიდა"

გრილიში მანჩესტერ იუნაიტედში ჩაშლილ ტრანსფერზე: "ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ არ გამოვიდა"
თარიღი 01 Dec 2021, 23:27

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა ნახევარმცველმა, ჯეკ გრილიშმა, რომელიც გუნდს ზაფხულში "ასტონ ვილადან" შეუერთდა, თქვა, რომ გასულ წელს შეიძლებოდა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასულიყო.

"ამასთან ძალიან ახლოს ვიყავი, თუმცა, საბოლოო ჯამში, არ გამოვიდა. წინასასეზონო მზადების დროს "მანჩესტერ იუნაიტედს" ვხვდებოდით, შაბათი დღე იყო და უკვე სათასო მატჩში არ უნდა მიმეღო მონაწილეობა"

"მაგრამ "ემიუსთან" დაპირისპირების შემდეგ დირექტორს და ჩემს აგენტს ვუთხარი, რომ იმ შემთხვევაში, თუ მაშინვე არ წავიდოდი, ახალ კონტრაქტს გავაფორმებდი".

"სამშაბათს ჩემს ძაღლთან ერთად მივედი ოფისში, კონტრაქტი გავაფორმე და იმავე დღეს თასზე ვითამაშე. გამოსასყიდი თანხის პუნქტი შევათანხმეთ, ასე რომ სიტუაცია ორივე მხარისთვის მომგებიანი გახლდათ".

"თუ ჩემს კონტრაქტს შეისყიდიდნენ, ესე იგი, შესანიშნავი სეზონი ჩავატარე, "ვილა" კი 100 მილიონ ფუნტს მიიღებდა", - ციტირებს გრილიშის სიტყვებს The Telegraph.

გასულ ზაფხულს "მანჩესტერ სიტიმ" ინგლისელ ფეხბურთელში სწორედ 100 მილიონი გადაიხადა.