ავტორიზაცია

"მილანში არ მისცეს ის, რასაც ითხოვდა", - იბრაჰიმოვიჩი დონარუმას პსჟ-ში გადასვლაზე

"მილანში არ მისცეს ის, რასაც ითხოვდა", - იბრაჰიმოვიჩი დონარუმას პსჟ-ში გადასვლაზე
თარიღი 01 დეკ 2021, 23:54

"მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გოლკიპერ ჯანლუიჯი დონარუმას მიმართ, რომელიც ზაფხულში "პსჟ"-ში გადავიდა, გულშემატკივრების სტვენაზე ისაუბრა.

– დონარუმას მიმართ სტვენა სწორი იყო თუ არა?

"ჯიჯო შესანიშნავი მეკარეა. მისთვის ის რომ მიეცათ, რასაც ითხოვდა, "მილანში" დარჩებოდა".

"ახლა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რათა "პსჟ"-ს ძირითად კიპერად იქცეს. სამხრეთამერიკელები არცერთ შემთხვევაში არ მოითხოვენ კეილორ ნავასის პირველ ნომრად დარჩენას. ჯიჯო ძლიერია", - ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Corriere.

მიმდინარე სეზონში 22 წლის იტალიელმა კიპერმა პარიზელთა მაისურით 8 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 2-ჯერ შეინახა.