ავტორიზაცია

VIDEO: ინტერმა კომფორტულად იმარჯვა და ლიდერებზე ზეწოლას აგრძელებს

თარიღი 02 დეკ 2021, 00:21

სერია ა-ს მე-15 ტურში მილანის „ინტერმა“ შინ „სპეცია“ დაამარცხა.

მატჩი სტადიონ „ჯუზეპე მეაცაზე“ გაიმართა და „ნერაძურის“ გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

ანგარიში 36-ე წუთზე ლაუტაროს პასით გალიარდინიმ გახსნა, 58-ზე კი არგენტინელმა შემტევმა თავად გაიტანა, როცა პენალტი ზუსტად შეასრულა და „ინტერს“ კომფორტული გამარჯვება გაუნაღდა.

„ინტერმა“ 34 ქულა დააგროვა და ლიდერებზე, „მილანსა“ და „ნაპოლიზე“ ზეწოლას მაქსიმალურად აგრძელებს, „სპეცია“ კი 11 ქულით მე-17 ადგილზეა.