VIDEO: ჟოზეს რომამ ისევ წააგო და ოთხეულს უკვე ექვსი ქულით ჩამორჩება
სერია ა-ს მე-15 ტურში ჟოზე მოურინიოს „რომა“ სტუმრად „ბოლონიასთან“ დამარცხდა.
შეხცედრა სტადიონ „რენატო დელავარაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
ერთადერთი გოლი მატჩის 35-ე წუთზე სვანბერგმა გაიტანა და ის „რომას“ დასამარცხებლად საკმარისი აღმოჩნდა.
ჟოზეს გუნდმა ბოლო 5 მატჩში მესამედ წააგო და 15 ტურის შემდეგ 25 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, თუმცა მეოთხეადგილოსან „ატალანტას“ უკვე 6 ქულით ჩამორჩება.