ავტორიზაცია

VIDEO: მილანმა შევჩენკოს გუნდი გაანადგურა, ნაპოლიმ კი 2-ბურთიანი უპირატესობა გაანიავა და კინაღამ წააგო კიდეც

VIDEO: მილანმა შევჩენკოს გუნდი გაანადგურა, ნაპოლიმ კი 2-ბურთიანი უპირატესობა გაანიავა და კინაღამ წააგო კიდეც
თარიღი 02 დეკ 2021, 01:44

სერია ა-ს მე-15 ტურში ჩემპიონატის ლიდერებმა „მილანმა“ და „ნაპოლიმ“ განსხვავებული შედეგები დააფიქსირეს.

„ჯენოა" 0-3 „მილანი"

„მილანი“ ანდრეი შევჩენკოს „ჯენოას“ სტუმრობდა და გამანადგურებელი ანგარიშით 3:0 იმარჯვა. გოლებით თავი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ჯუნიორ მესიასმა (2) გამოიჩინეს, რამაც „მილანს“ ორმატჩიან წაგებების სერიის შეწყვეტას შეუწყო ხელი.

პარალელურად მიმდინარე მატჩში კი „ნაპოლი“ სტუმრად „სასუოლოს“ 2:0-ს ამარცხებდა, თუმცა იმდენი მოახერხა რომ უპირატესობა სრულად გაანიავა და კინაღამ წააგო კიდეც.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე „სასუოლომ“ მესამე გოლიც გაიტანა, თუმცა ვიდეორეფერიმ ეს გოლი გააუქმა და „ნაპოლიმ“ ამის დახმარებით ერთი ქულა მოიპოვა.

15 ტურის შემდეგ ლიდერად „ნაპოლი“ რჩება, „მილანს“ 35 ქულა აქვს და მეორეზეა, მესამეზე კი „ინტერია“, რომელმაც ბოლო პერიოდში ჩამორჩენა დაქაჩა და 34 ქულა აქვს.

სასუოლო 2-2 ნაპოლი