ავტორიზაცია

VIDEO: კურტუას სახელობის გამარჯვება - რეალმა ბერნაბეუზე ბილბაოს მინიმალური ანგარიშით მოუგო

თარიღი 02 დეკ 2021, 01:59

ლა ლიგის მეცხრე ტურის გადადებულ შეხვედრაში მადრიდის „რეალმა“ შინ ბილბაოს „ატლეტიკი“ დაამარცხა.

შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-40 წუთზე კარიმ ბენზემამ, ლუკა მოდრიჩის პასით გაიტანა.

ბასკებმა „ბერნაბეუზე“ საკმაოდ კარგად ითამაშეს და გოლთან ახლოსაც იყვნენ რამდენჯერმე, თუმცა ტიბო კურტუა ვერ გატეხეს, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

„რეალმა“ 36 ქულა დააგროვა და ცხრილში პირველ ადგილს იკავებს, მეორეზე „ატლეტიკოა“ 29 ქულით, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.