ავტორიზაცია

ოქროს ბურთის მოგების გამარჯვებით აღნიშვნა ვერ მოხერხდა - პსჟ-მ შინ ნიცა ვერ გატეხა

ოქროს ბურთის მოგების გამარჯვებით აღნიშვნა ვერ მოხერხდა - პსჟ-მ შინ ნიცა ვერ გატეხა
თარიღი 02 დეკ 2021, 02:06

ფრანგული ლიგა 1-ს მე-16 ტურში „პსჟ“ შინ „ნიცას“ დაუზავდა.

შეხვედრა „პაკ დე პრენსზე“ გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა.

მატჩის წინ ჯანლუიჯი დონარუმამ წლის საუკეთესო მეკარის, ლეო მესიმ კი წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზები წარუდგინეს მაყურებელს, თუმცა ამ წარმატების გამარჯვებით დაგვირგვინება ვერ მოხერხდა.

მატჩში „პარიზი“ უკეთესი იყო - გუნდმა კარისკენ 22-ჯერ გაისროლა, საიდანაც 5 ზუსტი იყო. თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო, „ნიცას“ მონაგარი კი მხოლოდ 4 არაზუსტი და 2 ზუსტი დარტყმაა.

„პსჟ-მ“ 41 ქულ ადააგროვა და უახლოეს მდევარ „მარსელს“ 12 ქული თუსწრებს, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, „ნიცა“ კი 27 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს.