ავტორიზაცია

VIDEO: სალაჰის დუბლი, ჰენდერსონისა და ჟოტას გოლები - მერსისაიდული დერბი დაძაბული არ გამოვიდა

თარიღი 02 დეკ 2021, 02:10

პრემიერ ლიგის მე-14 ტურში „ლივერპულმა“ სტუმრად მერსისაიდულ დერბიში „ევერტონი“ გაანადგურა.

შეხვედრა „გუდისონ პარკზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

მე-9 და მე-19 წუთებზე ჰენდერსონის და სალაჰის გოლებით „ლივერპული“ ორი ბურთით წინ სწრაფად გაიჭრა, 38-ზე გრეიმ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა „ევერტონი“ ამან მარცხისგან ვერ იხსნა.

64-ე წუთზე სალაჰმა დუბლი მიითვალა, 79-ზე კი ჟოტამ რაფა ბენიტესის გუნდს ბოლო ტყვიაც ესროლა და გამანადგურებელი გამარჯვება გაუფორმა თავის გუნდს.

„ლივერპულმა“ 31 ქულა დააგროვა და ამ ეტაპზე მესამე ადგილს იკავებს და ლიდერ „ჩელსის“ 2 ქულით, მეორეადგილოსან „სიტის“ კი ერთი ქულით ჩამორჩება.

„ევერტონი“ კი უკვე 5 მატჩია ვერ იგებს და ზედიზედ სამი შეხვედრაა - აგებს, რის გამოც 15 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს.