ავტორიზაცია

VIDEO: პორტუგალიელების გოლებით სიტიმ სტივენ ჯერარდს პრემიერ ლიგაში პირველი მარცხი აგემა

თარიღი 02 დეკ 2021, 02:14

პრემიერ ლიგის მე-14 ტურში „სიტიმ“ სტუმრად სტივენ ჯერარდის „ასტონ ვილა“ დაამარცხა.

შეხვედრა „ვილა პარკზე“ გაიმართა და „ქალაქელების“ გამარჯვებით 2:1 ადსრულდა.

„სიტის“ ორივე გოლი პირველივე ტაიმში გავიდა - პორტუგალიელებმა რუბენ დიაშმა (27) და ბერნარდუ სილვამ (43) გვარდიოლას გუნდს კომფორტული უპირატესობა გაუნაღდეს.

47-ე წუთზე უოტკინსის გოლებით სტივიჯის გუნდმა ინტრიგა გააცოცხლა, თუმცა მცდელობისდა მიუხედავად, ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა და მატჩში ანგარიში აღარ შეცვლილა.

ჯერარდისთვის ეს „ასტონ ვილას“ სათავეში მესამე მატჩი იყო და გუნდმა ორი მოგების შემდეგ პირველი მარცხი იწვნია, რის გამოც 16 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს, „სიტი“ კი 32 ქულით მეორეა და ლიდერ „ჩელსის“ 1 ქულით ჩამორჩება.