ავტორიზაცია

VIDEO: გამარჯვება მძიმე ბრძოლაში - ჩელსიმ ლიდერობა შეინარჩუნა

თარიღი 02 დეკ 2021, 02:17

პრემიერ ლიგის მე-14 ტურში ჩემპიონატის ლიდერმა „ჩელსიმ“ სტუმრად „უოტფორდი“ დაამარცხა.

შეხვედრა „ვიქერეიჯ როუდზე“ გაიმართა და სტუმართა მძიმე გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

29-ე წუთზე ანგარიში მეისონ მაუნტმა გახსნა, 43-ზე დენისმა წონასწორობა აღადგინა და საყაიმო ანგარიში ტაბლოზე დიდხანს გაგრძელდა.

გამარჯვების გოლი კი „ჩელსიმ“ 72-ე წუთზე შეაგდო, როცა მაუნტმა ამჯერად ასისტენტის როლი მოირგო და ჰაკიმ ზიეჩს გაატანინა.

„ჩელსიმ“ ამ გამარჯვებით „სიტის“ და „ლივერპულს“ გადასწრების შანსი არ მისცა და პირველი ადგილი 33 ქულით შეინარჩუნა, უახლოეს მდევრებს კი 1 და 2 ქულით ნაკლები აქვთ.