ავტორიზაცია

"შევჩენკოს ჯენოაში ელის რთული მისია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის წარმატებას მიაღწევს", - კალაძე

"შევჩენკოს ჯენოაში ელის რთული მისია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის წარმატებას მიაღწევს", - კალაძე
თარიღი 02 დეკ 2021, 11:31

"მილანის" ყოფილმა მცველმა, კახა კალაძემ Gazzetta dello Sport-თან საუბარში ანდრეი შევჩენკოს "ჯენოას" მთავარ მწვრთნელად დანიშნვის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"შევჩენკოს სწორი ხასიათი აქვს, ის მუშაობს მიზნებისთვის, რომელსაც ყოველთვის აღწევს. ანდრეის მიერ მოპოვებული ოქროს ბურთი ამ ყველაფრის ნათელი მაგალითია.

როგორც მისი მეგობარი ვთვლი,რომ მან სწორი გზა აირჩია. უკრაინელმა მწვრთნელმა თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში საკმაოდ კარგად იმუშავა და ახლა ის საკლუბო ფეხბურთზე გადაერთო.

ჯენოას ახალ დამრიგებელს ელის რთული მისია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის დაკისრებულ მოვალეობას თავს გაართმევს. 45-წლის მწვრთნელი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია".

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელობის პერიოდში "ჯენოაში" თამაშობდა თავად კალაძეც, 2010-2012 წლებში და ამ დროის განმავლობაში მან 56 შეხვედრაში ორი გოლიც გაიტანა.