ავტორიზაცია

კავანი ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს და სასურველი კლუბი უკვე შეარჩია?

კავანი ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს და სასურველი კლუბი უკვე შეარჩია?
თარიღი 02 დეკ 2021, 22:38

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ კარიერა შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

ურუგვაელს მოქმედი კონტრაქტის ვადა ინგლისურ კლუბთან მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ზაფხულში "ბარსელონას" რიგებში გადასვლა უნდა.

როგორც აღინიშნება, 34 წლის სამხრეთამერიკელი ფიქრობს, რომ ტოპ-დონეზე კიდევ ორი სეზონის ჩატარება შეუძლია.

ცნობისთვის, კავანი "ეშმაკუნების" ღირსებას 2020 წლის ოქტომბრიდან იცავს, გუნდს იგი "პსჟ"-დან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ედინსონმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 8 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

რამდენად რეალურია კავანის ბარსელონაში გადასვლა?