ავტორიზაცია

ზლატანი ბავშვობაზე: "სკოლაში ვერ მიტანდნენ, ყველა ქერა იყო, მე კი მუქი ვიყავი, დიდი ცხვირით"

ზლატანი ბავშვობაზე: "სკოლაში ვერ მიტანდნენ, ყველა ქერა იყო, მე კი მუქი ვიყავი, დიდი ცხვირით"
თარიღი 02 დეკ 2021, 23:04

"მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იმ სირთულეების შესახებ ისაუბრა, რომელთაც ბავშვობაში წააწყდა.

"ის ბავშვი გახლდით, ვინც ყოველთვის იტანჯებოდა. ახალი დაბადებული ვიყავი და მედდას ერთი მეტრის სიმაღლიდან დავუვარდი. მთელი ცხოვრება ვიტანჯებოდი".

"სკოლაში განსხვავებული ვიყავი: ყველა ქერა იყო, ღია თვალებითა და წვრილი ცხვირით, მე კი მუქი ვიყავი, სქელი, დიდი ცხვირით. მათსავით ვერ ვლაპარაკობდი და ვმოძრაობდი".

"კლასელების მშობლები ჩემს გაგდებას ითხოვდნენ. ვერ მიტანდნენ. და თავიდან ამაზე ცუდ რეაგირებას ვახდენდი", - ციტირებს ზლატანის სიტყვებს Corriere della Sera.

შეგახსენებთ, იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ქალაქ მალმიოში, ბალკანელი ემიგრანტების ოჯახში გაიზარდა.