ავტორიზაცია

ლაუტარო მარტინესი: "მესის ჩემი ბარსელონაში ხილვა უნდოდა, ეს სიმართლეა"

ლაუტარო მარტინესი: "მესის ჩემი ბარსელონაში ხილვა უნდოდა, ეს სიმართლეა"
თარიღი 03 Dec 2021, 00:36

"ინტერის" თავდამსხმელმა, ლაუტარო მარტინესმა განაცხადა, რომ ლიონელ მესის მისი "ბარსელონაში" ხილვა უნდოდა.

"მესის ჩემი "ბარსელონაში" ხილვა სურდა, სიმართლეა. არგენტინის ნაკრებში ამაზე ბევრს ვსაუბრობდით", - ციტირებს მარტინესის სიტყვებს SportMediaset.

"ლეო კლუბში არსებული სიტუაციის შესახებ მიყვებოდა, მაგრამ მე ყოველთვის "ინტერთან" კონტრაქტის გახანგრძლივება მინდოდა, ამიტომაც დავრჩი. მიხარია, რომ დავრჩი, ჩემი ოჯახი იტალიაში ბედნიერია", - დასძინა ლაუტარომ.

ცნობისთვის, ახალი ხელშეკრულების თანახმად, 24 წლის არგენტინელი "ნერაძურის" ღირსებას 2026 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

მიმდინარე სეზონში მარტინესმა ყველა ტურნირზე ერთად 19 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.