ავტორიზაცია

VIDEO: სასწაული მატჩი სერია ა-ში, 8 გოლი, 3 წითელი - ლაციომ 1:3-დან დააქამბექა და გამარჯვება ბოლო წამზე გაუშვა ხელიდან

თარიღი 03 დეკ 2021, 01:45

იტალიის სერია ა-ს მე-15 ტურში „ლაციომ“ და „უდინეზემ“ სასწაული მატჩი გამოაცხვეს.

შეხვედრა სტადიო ოლიმპიკოზე გაიმართა და ფრედ 4:4 დასრულდა.

პირველი ტაიმი რომაელებმა 1:3 წააგეს, ერთადერთი გოლი მათ რიგებში ჩირო იმობილემ 0:2-ზე გაიტანა.

თუმცა, მეორე ნახევრის მე-11 წუთზე ანგარიში უკვე 3-3 იყო, პედრომ 51-ზე და მილინკოვიჩ სავიჩმა 56-ზე სარის გუნდი თამაშში დააბრუნეს.

57-ზე პატრიკის გაძევების გამო „ლაციო“ 10 კაცით დარჩა, თუმცა „უდინეზემ“ რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენა და 69-ზე თავადაც 10 კაცით დარჩა.

79-ზე „ლაციომ“ გამარჯვების გოლი აჩერბის დახმარებით გაიტანა და თითქოს მატჩი მოიგეს კიდეც, თუმცა ტოლგაი არსლანმა 90+9 წუთზე მოახერხა თავის გამოჩენა და „უდინეზეს“ სასწაული მატჩი გადაურჩინა.

მატჩის მიწურულს არასპორტული საქციელის გამო „უდინეზეს" კიდევ ერთი ფეხბურთელი გაუძევეს მოედნიდან.