ავტორიზაცია

ხავი: "მესიმ მე-7 ოქროს ბურთი დაიმსახურა, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია"

ხავი: "მესიმ მე-7 ოქროს ბურთი დაიმსახურა, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია"
თარიღი 03 დეკ 2021, 18:08

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ხავი დარწმუნებულია იმაში, რომ "პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ მე-7 "ოქროს ბურთის" მოგება დაიმსახურა.

"ეს არის საფეხბურთო სამართლიანობა. ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, მე-7 "ოქროს ბურთი" დაიმსახურა", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს "ბარსას" პრესსამსახური.

"გვარდიოლამ თქვა: "ოქროს ბურთის" მესისთვის გადაცემა შეუძლებელია შეცდომა იყოს". ვეთანხმები, მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია".

"რა თქმა უნდა, შეიძლება იმაზე საუბარი, იმსახურებდა თუ არა ლევანდოვსკი "ოქროს ბურთს", მაგრამ ასეთი დავა ყოველ წელს არსებობს. მაგრამ მესი აირჩიეს და ეს საფეხბურთო სამართლიანობის გამოვლინებაა", - დასძინა ხავიმ.

მესი თუ ლევანდოვსკი - რომელი მათგანი იმსახურებდა ოქროს ბურთს გვარდიოლას აზრით?