ავტორიზაცია

პსჟ-ს სერხიო რამოსი ისევ გამოაკლდა

პსჟ-ს სერხიო რამოსი ისევ გამოაკლდა
თარიღი 03 Dec 2021, 20:51

„პსჟ-ს“ მცველს, სერხიო რამოსს, „სენტ-ეტიენთან“ ლიგა 1-ს მე-15 ტურში დებიუტი ჰქონდა და მოედანზე 90 წუთი გაატარა.

ამ მატჩში რამოსს კუნთი გადაეღალა, რის გამოც მან „ნიცასთან“ მატჩი (0:0) გამოტოვა და როგორც მაურისიო პოჩეტინო ამბობს, პარიზულ გუნდს ვერც „ლანსთან“ მოახლოვებულ შეხვედრაში დაეხმარება.

35 წლის რამოსი „პსჟ-ს“ ფეხბურთელი 2021 წლის ივლისში გახდა, სადაც თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა „რეალიდან“ წასვლის შემდეგ.

სხვადასხვა ტრავმების გამო, რამოსის დებიუტი მხოლოდ ნოემბრის ბოლოს შედგა.

ჯერჯერობით პრესისთვის არ არის ცნობილი, თუ როდის შეძლებს ესპანელი ვეტერანი საფეხბურთო მოედანზე დაბრუნებას.