ავტორიზაცია

"არ იყიდება, არსად არ წავა", - ხავიმ ზამთარში ბარსელონას ნახევარმცველის გაყიდვა გამორიცხა

"არ იყიდება, არსად არ წავა", - ხავიმ ზამთარში ბარსელონას ნახევარმცველის გაყიდვა გამორიცხა
თარიღი 03 დეკ 2021, 20:55

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა, გუნდიდან ერთ-ერთი წამყვანი ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის წასვლა გამორიცხა.

პრესაში იწერება, რომ „ბარსამ“ ნიდერლანდელი შესაძლოა ფინანსური პრობლემების გამო ზამთარში, ან სეზონის ბოლოს გაყიდოს.

„ფრენკი დე იონგი კლუბს არ დატოვებს. ის არსად არ წავა, რადგან „ბარსელონასთვის“ საკვანძო ფეხბურთელია.

კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაძლიერებაზე იმუშავებს. თუ ახალი ფეხბურთელი მოვიდა, ვინმეს წასვლა მოუწევს.“ - ციტირებს ხავის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

24 წლის დე იონგმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 11 მატჩი 1 გოლი და 2 ასისტი მიითვალა.