ავტორიზაცია

რანგნიკი: "10 მლნ ჰოლანდისთვის? დიახ, კიდევ 10 მბაპესთვის, 10 ლევანდოვსკისთვის და 10 - კიმიხისთვის"

რანგნიკი: "10 მლნ ჰოლანდისთვის? დიახ, კიდევ 10 მბაპესთვის, 10 ლევანდოვსკისთვის და 10 - კიმიხისთვის"
თარიღი 03 დეკ 2021, 21:11

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა, კომენტარი გააკეთა იმ სიახლეზე, თითქოს მას ხელმძღვანელობა ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერზე დაყოლიებისთვის 10 მილიონ ფუნტს ბონუსად დაპირდა.

„დიახ, 10 მილიონი ჰოლანდისთვის, 10 მილიონი მბაპესთვის, 10 - ლევანდოვსკისთვის და კიდევ 10 - კიმიხისთვის.

რა თქმა უნდა, ეს სისულელეა. ასეთი პუნქტი ჩემს კონტრაქტში არ არის.“ - აღნიშნა გერმანელმა სპეიცალისტმა.

როგორც ცნობილია, რანგნიკი მწვრთნელად სეზონის ბოლომდე იმუშავებს, შემდეგ კი სხვა თანამდებობაზე გადაინაცვლებს.

რანგნიკი ჰოლანდს პირადად იცნობს, რადგან ის კომპანია „რედ ბულში" სპორტის განვითარების თანამდებობაზე მუშაობდა, ჰოლანდი კი „რედ ბულ ზალცბურგში" ასპარეზობდა.