ავტორიზაცია

როგორ აპირებდა ანჩელოტი თამაშს, გასულ ზაფხულს რეალში მბაპე რომ გადასულიყო?

როგორ აპირებდა ანჩელოტი თამაშს, გასულ ზაფხულს რეალში მბაპე რომ გადასულიყო?
თარიღი 03 Dec 2021, 22:33

Goal Espana-ს ჟურნალისტი მარიო კორტეგანა, ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ითამაშებდა ამ სეზონში მადრიდის „რეალი“, გასულ ზაფხულს გუნდში კილიან მბაპე რომ გადასულიყო.

ფრანგი შემტევის „რეალში“ გადასვლაზე საკმაოდ ბევრი იწერებოდა და ესპანელები მის ხელში ჩაგდებას აქტიურად ცდილობდნენ, თუმცა „პსჟ-მ“ ყველა შემოთავაზება დაბლოკა. 

დიდი შანსია, კილიანი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მომდევნო ზაფხულს სრულიად უფასოდ გადაბარგდეს.

კორტეგანას თქმით, ანჩელოტი აპირებდა, რომ 4-4-2 ტაქტიკით ეთამაშა, სადაც ორი ფორვარდი მბაპე და ბენზემა იქნებოდნენ, ფლანგებზე ვინისიუსი და ვალვერდე დადგებოდნენ, ნახევარდაცვის ცენტრში კი კაზემირო - კროოსი - მოდრიჩის როტაცია იქნებოდა, საიდანაც ორი ითამაშებდა, ერთი კი - სკამზე დარჩებოდა.

არ არის გამორიცხული, ეს იდეა იტალიელმა მომავალ სეზონში აისრულოს, თუ რა თქმა უნდა მბაპეც გადმოვიდა და ისიც დარჩა „რეალის“ სათავეში.