ავტორიზაცია

ოფიციალურად: მილანს წამყვანი მცველი სეზონის ბოლომდე გამოაკლდა

ოფიციალურად: მილანს წამყვანი მცველი სეზონის ბოლომდე გამოაკლდა
თარიღი 03 დეკ 2021, 22:54

„მილანის“ მცველი სიმონ კიაერი ამ სეზონში მოედანზე ვეღარ გავა.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფეხბურთელმა მუხლზე ოპერაცია გადაიტანა, რის გამოც ექვსთვიანი სარეაბილიტაციო პროცესის გავლა მოუწევს.

დანიელმა ფეხბურთელმა ტრავმა სერია ა-ს მე-15 ტურში „ჯენოასთან“ მატჩში მიიღო. დღეს, მას ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც მთელი დარჩენილი სეზონის გამოტოვება მოუწევს.

32 წლის კიაერი „მილანის“ ფეხბურთელი 2020 წლის სექტემბერში გახდა, სადაც „სევილიადან“ გადავიდა. ამ სეზონში მან სერია ა-ს 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა.