"ზოგჯერ სულაც ვნადგურდებით", - ანრიმ არსენალის პრობლემა დაასახელა
„არსენალის“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ტიერი ანრიმ, გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა.
ბოლო პერიოდში, „არსენალმა“ სუსტ გუნდებთან ბევრი ქულა დააგროვა, სამაგიეროდ „ლივერპულთან“, „ჩელსისთან“ და „მან სიტისთან“ დამარცხდა.
„მხოლოდ თუ დაბალი დონის გუნდებით ვიმსჯელებთ, მაშინ დიახ, გუნდი სწორი მიმართულებით მიემართება.
თუმცა მსურს, რომ „არსენალი“ დიდი გუნდების წინააღმდეგაც რაიმეს აჩვენებდეს. ჩვენ მუდმივად ვაგებთ, ზოგჯერ სულაც გვანადგურებენ.
უფრო რაიმე ღირებული უნდა გააკეთო, როცა შენს წინააღმდეგ ტოპ-კოლექტივი თამაშობს.“ - აღნიშნა ანრიმ.