ავტორიზაცია

"ჩემს მედალს ქომაგებს ვჩუქნი" - გია გეგუჩაძის საინტერესო გადაწყვეტილება

"ჩემს მედალს ქომაგებს ვჩუქნი" - გია გეგუჩაძის საინტერესო გადაწყვეტილება
თარიღი 04 დეკ 2021, 04:08

ბათუმის დინამო ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ბოლო ტურში, გორის დილასთან(2-2) მატჩის შემდეგ დინამო ბათუმის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ კომენტარი გააკეთა.

"მინდა ყველას მოგილოცოთ ჩემპიონობა. განვლილი ოთხი წლის განმავლობაში, მეორე ლიგიდან დაწყებული, ორჯერ ვიცე ჩემპიონები გავხდით, წელს კი ჩემპიონობა ვიზეიმეთ. ფანკლუბის გარეშე ჩატარებული შეხვედრა არ მახსენდება.

მინდა ჩემი პირადი მედალი პირატებს გადავცე, ალბათ, ექნებათ პატარა მუზეუმი და იქ დაიდებს ბინას, ჩემპიონობა თქვენი დამსახურებაა, ყველაფერს აკეთებდით ტრიბუნაზე და ფეხბურთელები მინდორზე, ჩვენ ეს ერთად შევძელით," - განაცხადა გეგუჩაძემ.

სხვათაშორის, ბათუმის დინამომ მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე არცერთი მატჩი არ წააგო. გუნდმა ჩემპიონატი 75 ქულით დაასრულა.