ავტორიზაცია

ბარსელონა ზაფხულში 4 უფასო ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს

ბარსელონა ზაფხულში 4 უფასო ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს
თარიღი 04 დეკ 2021, 13:01

"ბარსელონას" სატრანსფერო სიაში ფიგურირებს 4 მომავალი თავისუფალი აგენტი. საუაბრია ედინსონ კავანის, სესარ ასპილიკუეტას, ანდრე ონანასა და ანდრეას კრისტენსენის შესახებ.

ანდრე ონანა, 25 წლის "აიაქსის" მეკარე, რომელიც დოპინგის გამო დისკვალიფიცირებული იქნა. მას ნიდერლანდელებთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება არ სურს. მას კონტრაქტი ივლისში ეწურება.

32 წლის სეზარ ასპილიკუეტას "ბარსა" მარჯვენა ფლანგზე საიმედო ვარიანტად მიიჩნევს. მისი კონტრაქტი "ჩელსისთან" სეზონის ბოლომდეა ძალაში და "ბარსა" იმედოვნებს, რომ ის არ გახანგრძლივდება.

ანდრეას კრისტენსენი - "ჩელსის" ცენტრალური მცველი, რომელსაც ჯერ არ გაუფორმებია ახალი კონტრაქტი, მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ მიიღო შეთავაზება კლუბისგან.

როგორც ითქვა, კრისტენსენი სწორედ ამის გამო არ თამაშობს, რაც "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმაც დაადასტურა. კრისტენსენს ხელშეკრულება ზაფხულში ეწურება.

ედინსონ კავანი - "მანჩესტერ იუნაიტედის" 34 წლის თავდამსხმელი, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუს მოსვლის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ სურს და ამ ზაფხულს "ბარსაში" გადასვლას აპირებს.