ავტორიზაცია

მილანის წამყვანმა მცველმა მძიმე ტრავმა მიიღო, პოტენციურ შემცვლელს ბარსელონაში მიაგნეს

მილანის წამყვანმა მცველმა მძიმე ტრავმა მიიღო, პოტენციურ შემცვლელს ბარსელონაში მიაგნეს
თარიღი 04 დეკ 2021, 14:59

კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი "მილანის" ინტერესთა სფეროში მოექცა.

სიმონ კიაერის ტრავმის ფონზე, რომელიც მუხლზე ოპერაციის გაკეთების შემდეგ ექვს თვეს იუქმებს, "როსონერის" დაცვის ხაზის გაძლიერება უნდა.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, "მილანის" ხელმძღვანელობა რამდენიმე ვარიანტს განიხილავს და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ უმტიტია.

თავის მხრივ, 28 წლის ფრანგ უკანახაზელს "ბარსელონაში" სათამაშო დრო არ ეძლევა - მიმდინარე სეზონში მას ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია.

ცნობისთვის, უმტიტი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 2016 წლის ზაფხულში "ლიონიდან" შეუერთდა და მოქმედი ხელშეკრულების ვადა კლუბთან 2023 წელს ეწურება.