ავტორიზაცია

ლივერპული რენატუ სანჩეშის გადაბირების ვარიანტს განიხილავს

ლივერპული რენატუ სანჩეშის გადაბირების ვარიანტს განიხილავს
თარიღი 04 დეკ 2021, 17:48

"ლილის" ნახევარმცველმა, რენატუ სანჩეშმა კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს, წერს Fichajes.

გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის პორტუგალიელისთვის "ლივერპული" იბრძვის.

აქამდე დაიწერა, რომ სანჩეშის გადაბირებით "მილანი" და "ვულვერჰემპტონიც" არიან დაინტერესებულები.

მიმდინარე სეზონში რენატუმ "ლილის" რიგებში 11 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასიც გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, პორტუგალიელი შუახაზელის სატრანსფერო ფასი ამჟამად 30 მილიონ ევროს შეადგენს.