ავტორიზაცია

ბაიერნის ნახევარმცველმა კარიერა შესაძლოა რომაში გააგრძელოს

ბაიერნის ნახევარმცველმა კარიერა შესაძლოა რომაში გააგრძელოს
თარიღი 04 დეკ 2021, 17:54

"რომა" "ბაიერნის" ნახევარმცველ მარკ როკათი ინტერესდება, იტყობინება Corriere dello Sport.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიურ კლუბს 25 წლის ესპანელის გადაბირება უნდა, რომელსაც გერმანულ გრანდში რეგულარული სათამაშო დრო არ აქვს.

2021/22 წლების სეზონში როკამ "ბაიერნის" მაისურით მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, იგი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით კიევის "დინამოსთან" (2:1) გამართულ მატჩში მინდორზე შეცვლაზე მოგვევლინა.

Transfermarkt-ის ვერსიით, "რეკორდმაისტერის" ნახევარმცველის სატრანსფერო ფასი ამჟამად 8 მილიონ ევროს შეადგენს.