ბაიერნის ნახევარმცველმა კარიერა შესაძლოა რომაში გააგრძელოს
"რომა" "ბაიერნის" ნახევარმცველ მარკ როკათი ინტერესდება, იტყობინება Corriere dello Sport.
გავრცელებული ინფორმაციით, იტალიურ კლუბს 25 წლის ესპანელის გადაბირება უნდა, რომელსაც გერმანულ გრანდში რეგულარული სათამაშო დრო არ აქვს.
2021/22 წლების სეზონში როკამ "ბაიერნის" მაისურით მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, იგი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით კიევის "დინამოსთან" (2:1) გამართულ მატჩში მინდორზე შეცვლაზე მოგვევლინა.
Transfermarkt-ის ვერსიით, "რეკორდმაისტერის" ნახევარმცველის სატრანსფერო ფასი ამჟამად 8 მილიონ ევროს შეადგენს.