ავტორიზაცია

VIDEO: სანახაობრივი და უხვგოლიანი მატჩი — ჩელსი ვესტ ჰემს ორჯერ უგებდა, მაგრამ წააგო

თარიღი: 04 დეკ 2021, 18:41

ინგლისის ჩემპიონატის მე-15 ტურის ეგიდით, "ვესტ ჰემმა" შინაურ კედლებში "ჩელსის" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება "ჩაქუჩების" გამარჯვებით დასრულდა - 3:2.

ანგარიში 28-ე წუთზე ტიაგო სილვამ გახსნა, რასაც მე-40 წუთზე მანუელ ლანსინის ზუსტი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა და წონასწორობა აღდგა. 44-ე წუთზე მეისონ მაუნტმა "არისტოკრატები" კვლავ წინ გაიყვანა და "ჩელსის" ტაიმი მოაგებინა.

მეორე ნახევარში "ვესტ ჰემმა" ორი უპასუხო გოლი გაიტანა და სამი ქულაც აიღო - 56-ე წუთზე ჯერ ჯეროდ ბოუენმა გამოიჩინა თავი, 87-ე წუთზე კი არტურ მასუაკუმ გამარჯვების მომტანი ბურთი შეაგდო.

ამ მატჩის შემდეგ, "ჩელსი" 33 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა, ხოლო "ვესტ ჰემი" 27 ქულით მე-4 პოზიციაზეა.