ავტორიზაცია

VIDEO: მშვიდი გამარჯვება - მილანი სერია ა-ში გალიდერდა

თარიღი 04 დეკ 2021, 19:57

სერია ა-ს მე-16 ტურში მილანმა შინ „სალერნიტანას“ მოუგო.

შეხვედრა „სან სიროზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

ანგარიში მე-5 წუთზე ფრანკ კესიემ გახსნა, 18-ზე კი სალემაკერსმა ბრაჰიმ დიასის პასით სხვაობა ორამდე გაზარდა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

„მილანმა“ 38 ქულა დააგროვა და მინიმუმ „ნაპოლის“ მატჩამდე ცხდრილს სათავეში ჩაუდგა, „სალერნიტანა“ კი 8 ქულით ბოლო ადგილზეა და გავარდნის მთავარი კანდიდატია.