ავტორიზაცია

VIDEO: სევილიამ შინ ვილიარეალს მოუგო და რეალის დევნას აგრძელებს

თარიღი 04 დეკ 2021, 19:59

ლა ლიგის მე-16 ტურის ერთ-ერთ გამორჩეულ შეხვედრაში „სევილიამ“ შინ „ვილიარეალს“ მოუგო.

შეხვედრა „რამონ სანჩეს პისხუანზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ერთადერთი გოლი მე-16 წუთზე ლუკას ოკამპოსმა, მარკოს აკუნიას პასით გაიტანა და ეს ლოპეტეგის გუნდისთვის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა.

„სევილიამ“ 31 ქულა დააგროვა და ამ ეტაპზე მეორე ადგილს იკავებს, ლიდერი მადრიდის „რეალია“, რომელსაც 5 ქულით მეტი აქვს. „ვილიარეალი“ 16 ქულით მე-12 პოზიციაზეა.