ავტორიზაცია

VIDEO: ხავის პირველი მარცხი - ბარსელონა კამპ ნოუზე ბეტისთან დამარცხდა

თარიღი 04 დეკ 2021, 21:13

ლა ლიგის მე-16 ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ კედლებში „ბეტისთან“ წააგო.

შეხვედრა „კამპ ნოუზე“ გაიმართა და ანდალუსიური გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ერთადერთი გოლი „ბარსას“ აღზრდილის კრისტიან ტელიოს პასით ხუანმიმ 79-ე წუთზე გაიტანა და ხავის „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი მარცხი აგემა.

„ბარსელონას“ ანგარიშზე 23 ქულაა და გუნდი ჯერჯერობით მე-7 პოზიციას იკავებს, „ბეტისმა“ კი 30 ქულა დააგროვა და მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა, როგორც მინიმუმ ტურის ბოლომდე მაინც.