ავტორიზაცია

VIDEO: პატრიკ შიკი დაფრინავს! ჩეხმა სამი გოლი 7 წუთის ინტერვალში გაიტანა და პოკერი მიითვალა

თარიღი 04 დეკ 2021, 21:44

ბუნდესლიგის მე-14 ტურში „ბაიერ ლევერკუზენმა“ ჩემპიონატის ბოლოადგილოსანი „გროითერ ფურთი“ 7:1 გაანადგურა.

მატჩი იმით გახდა გამორჩეული, რომ მეორე ტაიმში ჩეხმა ფორვარდმა პატრიკ შიკმა პოკერი (!) მიითვალა.

პირველი გოლი მან 49-ე წუთზე გაიტანა, შემდეგ კი სამი გოლი სულ რაღც 7 წუთის ინტერვალში ეაგდო - 69-ე, 74-ე და 76-ე წუთებზე.