VIDEO: ჟოზეს რომა დაცემას აგრძელებს - ინტერმა სტადიო ოლიმპიკოზე გამანადგურებლად იმარჯვა
სერია ა-ს მე-16 ტურში „ინტერმა“ სტუმრად ჟოზე მოურინიოს „რომა“ გაანადგურა.
შეხვედრა სტადიო ოლიმპიკოზე გაიმართა და იტალიის ჩემპიონის გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
„ინტერმა“ სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა - 15-ზე ჩალგანოღლუმ ანგარიში გახსნა, 24-ზე ჯეკომ სხვაობა ორამდე გაზარდა, 39-ზე კი დუმფრისმა მოურინიოს გუნდს განადგურების განაჩენი გამოუტანა.
მეორე ტაიმში გუნდებს გოლი აღარ გაუტანიათ და მატჩი ასეც დასრულდა - „ინტერის“ გამარჯვებით 3:0.
„ნერაძურიმ“ 37 ქულა დააგროვა, „ლაციოს“ ცხრილში მინიმუმ ტურის ბოლომდე გადაუსწრო და ლიდერ „მილანს“ 1 ქულით ჩამორჩება, „რომამ“ კი ზედიზედ მეორე მატი წააგო და ტურის ბოლოს შესაძლოა მე-9 ადგილამდე ჩამოქვეითდეს.