ავტორიზაცია

23 ქულა 15 მატჩში - ბარსელონას ასე ცუდად ლა ლიგა 18 წელია არ დაუწყია

23 ქულა 15 მატჩში - ბარსელონას ასე ცუდად ლა ლიგა 18 წელია არ დაუწყია
თარიღი 04 დეკ 2021, 23:09

ლა ლიგის მე-16 ტურში „ბარსელონა“ შინ „ბაიენრთან“ დამარცხდა (0:1).

ამ ეტაპზე კატალონიურ გუნდს ჩემპიონატში 15 მატჩი აქვს ჩატარებული და გუნდმა 45 შესაძლოდან 23 ქულა დააგროვა - სეზონის ამ მონაკვეთში, ეს „ბარსასთვის“ ყველაზე ცუდი შედეგია ბოლო 18 წლის მანძილზე.

ამჟამად, „ბარსა“ სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილს იკავებს და ამ სეზონის შედეგად შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის საგზურიც ვერ მოიპოვოს.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის ბოლოს „ბარსელონამ“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან რონალდ კუმანი გაუშვა და ხავი ერნანდესი დანიშნა, რომლისთვისაც ეს პირველი მარცხი იყო.

თუ დღეს თავის მატჩს მადრიდის „რეალი" მოიგებს, „ბარსელონას" ლიდერთან ჩამორჩენა უკვე 13-ქულიანი იქნება.