VIDEO: წლის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი! ბაიერნმა სტუმრად დორტმუნდი დაამარცხა, ლევანდოვსკიმ დუბლი შეაგდო
ბუნდესლიგის მე-14 ტურის ცენტრალურ მატჩში „ბაიერნმა“ სტუმრად „დორტმუნდს“ 3:2 მოუგო.
მატჩი ძალიან სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა - ანგარიში იულიან ბრანდტმა მე-5 წუთზე გახსნა, თუმცა ლევანდოვსკის (9’) და კომანის (44’) გოლებით „ბაიერნმა“ ტაიმის მოგება მაინც მოახერხა.
48-ე წუთზე ჰოლანდმა ტაბლოზე წონასწორობა კვლავ აღადგინა, 77-ზე კი რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტი ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა უშუალო კონკურენტთან.
„ბაიერნმა“ 34 ქულა დააგროვა და „დორტმუნდი“ 4 ქულით ჩამოიტოვა, რომელიც მეორე ადგილზეა.