ავტორიზაცია

VIDEO: სიტიმ სტუმრად უოტფორდი დაამარცხა და ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა

თარიღი 04 დეკ 2021, 23:39

პრემიერ ლიგის მე-15 ტურში „სიტიმ“ სტუმრად „უოტფორდი“ დაამარცხა.

„ვიქერეიჯ როუდზე“ გამართული შეხვედრა გვარდიოლას გუნდის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

მე-4 წუთზე ანგარიში რაჰიმ სტერლინგმა გახსნა, 31-ზე ბერნარდო სილვამ სხვაობა ორამდე გაზარდა, 63-ზე კი პორტუგალიელმა დუბლის შესრულებაც მოახერხა.

74-ე წუთზე კუჩომ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა „უოტფორდისთვის“ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 

„სიტიმ“ 35 ქულა დააგროვა და ცხრილში აქამდე ლიდერად მყოფ „ჩელსის“ გადაუსწრო. ამიერიდან გვარდიოლას გუნდი 35 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, შემდეგ მოდიან „ლივერპული“ (34) და „ჩელსი (33).