ავტორიზაცია

VIDEO: ნაპოლი შინ ატალანტასთან დამარცხდა და ცხრილში ლიდერობა დათმო

თარიღი 05 დეკ 2021, 01:44

სერია ა-ს მე-16 ტურში ჩემპიონატის ლიდერი „ნაპოლი“ შინ „ატალანტასთან“ დამარცხდა.

შეხვედრა სტადიონ „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

მე-7 წუთზე ანგარიში რუსლან მალინოვსკიმ გახსნა, 40-ზე ზიელინსკიმ წონასწორობა აღადგინა, მეორე ტაიმის სტარტზე, 47-ზე კი დრის მერტენსმა ლუჩანო სპალეტის შეგირდები წინაც გაიყვანა.

თუმცა, „ატალანტამ“ ყურები არ ჩამოყარა და დარჩენილ დროში ორი უპასუხო გოლი გაიტანა - 66-ზე თავი დემირალმა გამოიჩინა, 71-ზე კი ფროილერმა გამარჯვების გოლი შეაგდო.

„ნაპოლის“ ანგარიშზე 36 ქულა დარჩა და გუნდი სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე ჩამოქვეითდა, წინ „ინტერი“ (37) და „მილანი“ (38) არიან. 

„ატალანტა“ კი 34 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.