ავტორიზაცია

VIDEO: მორიგი ვინიშოუ და იოვიჩის გოლი! რეალმა სოსიედადს მოუგო და ცხრილში კიდევ უფრო წინ გაიჭრა

თარიღი 05 დეკ 2021, 01:52

ლა ლიგის მე-16 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „რეალმა“ სტუმრად „სოსიედადს“ მოუგო.

„ანოეტაზე“ გამართული შეხვედრა მადრიდულმა გუნდმა 2:0 მოიგო.

გოლები 47-ე წუთზე ვინისიუსმა და 57-ე წუთზე ლუკა იოვიჩმა გაიტანეს და „რეალს“ მშვიდი გამარჯვება გაუფორმეს.

შეხვედრის მე-17 წუთზე მოედნის ტრავმის გამო დატოვება კარიმ ბენზემას მოუწია, ვის ნაცვლადაც იოვიჩი გამოჩნდა და გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

„რეალმა“ 39 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში უახლოეს მდევარ „სევილიას“ უკვე 8 ქულით უსწრებს, თუმცა ანდალუსიურ გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.