ავტორიზაცია

VIDEO: სენსაცია ლიგა 1-ში! პსჟ-მ ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო, მესიმ კვლავ ვერ გაიტანა

თარიღი 05 დეკ 2021, 02:03

ფრანგული ლიგა 1-ს მე-17 ტურში ვარსკვლავური „პსჟ“ ლეო მესის მეთაურობით „ლანსს“ ეწვია.

შეხვედრა სტადიონ „ბოლარტ-დელელისზე“ გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში 62-ე წუთზე სეკო ფოფანამ გახსნა, რომლის შორეულ დარტყმასაც კეილორ ნავასის უხეში შეცდომა და გოლი მოჰყვა.

70-ე წუთზე პოჩეტინომ მოედანზე კილიან მბაპე და ჯორჯინიო ვეინალდუმი შეიყვანა, რომლებმაც „პსჟ-ს“ მატჩი გადაურჩინეს - 90+2 წუთზე ფრანგმა ნიდერლანდელს გაატანინა და პარიზული გუნდი მარცხს გადაურჩა.

„პსჟ-მ“ ზედიზედ მეორედ ფრე ითამაშა და 42 ქულით ცხრილს მაინც დამაჯერებლად ლიდერობს. შემდეგ „მარსელი“ მოდის 29 ქულით და ერთი თამაშით ნაკლებით, „ლანსი“ კი 27 ქულით მე-5 პოზიციაზეა.