კლოპი: "ორიჯი ლეგენდაა! ვიმედოვნებ, ერთ დღესაც შეხვდება მწვრთნელს, რომელიც ჩემზე ხშირად ათამაშებს"
"ლივერპულის" დამრიგებელმა, იურგენ კლოპმა პრემიერ ლიგის მე-15 ტურში "ვულვერჰემპტონთან" (1:0) გამართული მატჩის შემდეგ გუნდის თავდამსხმელი, დივოკ ორიჯი შეაქო.
მოგეხსენებათ, მერსისაიდელებმა სწორედ ბელგიელის გოლით მოიგეს, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე მოახერხა მეტოქის კარის აღება.
"დივოკ ორიჯი ლეგენდაა! გამარჯვება მოგვიტანა და ეს ბრწყინვალე ისტორიაა. შესანიშნავი ფორვარდია. სხვადასხვა მიზეზის გამო, ბევრს არ თამაშობს, მაგრამ იმედი მაქვს, ერთ მშვენიერ დღეს შეხვდება მწვრთნელს, რომელიც მას ჩემზე ხშირად ათამაშებს".
"მისნაირად მომენტების რეალიზება ცოტამ თუ იცის. არც ისე ხშირად თამაშობს, ჩვენი შემტევი ტრიოს სიძლიერეს თუ გავითვალისწინებთ, მაგრამ ძალიან პოზიტიური ბიჭია, რომელსაც კლუბი უყვარს და სურს, რომ სარგებელი მოუტანოს. დღეს ეს ნამდვილად გამოუვიდა", - ციტირებს კლოპის სიტყვებს BBC.
შეგახსენებთ, 26 წლის ორიჯი "ლივერპულის" ღირსებას 2018 წლის ზაფხულიდან იცავს, გუნდს იგი "ვოლფსბურგიდან" შეუერთდა.