ავტორიზაცია

"სერია ა-ში ყველაზე არადისციპლინირებული გუნდი გვყავს", - მოურინიო ინტერთან განადგურების შემდეგ

"სერია ა-ში ყველაზე არადისციპლინირებული გუნდი გვყავს", - მოურინიო ინტერთან განადგურების შემდეგ
თარიღი 05 დეკ 2021, 13:08

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ სერია ა-ს მე-16 ტურში "ინტერთან" (0:3) განადგურების შემდეგ DAZN-ის ჟურნალისტის კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

"ბოდიშს ვუხდი აუდიტორიას და სახლში მყოფ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება პასუხებით დაინტერესებულები იყვნენ".

"ინტერი" ჩვეულებრივ პირობებში ჩვენზე ძლიერია, უჩვეულო პირობებში კი ბევრად ძლიერი. გასულ წელს მას 29 ქულით მეტი ჰქონდა".

"კორონავირუსისა და დისკვალიფიკაციის გამო, ჩვენი მდგომარეობა დღეს სავალალო იყო. ჩვენი შეტევის ნულოვანი პოტენციალის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იყო იმ 2-3 შანსის გამოყენება, რომელიც შეგვექმნა. საბოლოო ჯამში, 3 მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ".

"როცა ჩვენნაირი დაცვითი სტრუქტურით თამაშობ, შეუძლებელია ასეთი გოლების გაშვება (პირველი და მესამე ბურთების ეპიზოდი)".

"რეფერიმ კარგად იმუშავა. კრისტანტესთვის ყვითელი ბარათის მიცემა შეიძლებოდა, სერია ა-ში ყველაზე არადისციპლინირებული გუნდი გვყავს. ბარათების შესანიშნავი სტატისტიკა გვაქვს".

"ინტერს" ვულოცავ და სამშაბათს წარმატებებს ვუსურვებ ("რეალთან" მატჩში). მადლობა ყველას, ნახვამდის", - თქვა პორტუგალიელმა DAZN-სთან ინტერვიუში.