ავტორიზაცია

200-ზე მეტი მატჩი ეროვნულ ლიგაში - ომარ მიგინეიშვილმა კარიერა დაასრულა

200-ზე მეტი მატჩი ეროვნულ ლიგაში - ომარ მიგინეიშვილმა კარიერა დაასრულა
თარიღი 05 დეკ 2021, 14:27

დინამო თბილისის მეკარე ომარ მიგინეიშვილმა 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

ეროვნული ლიგის 36-ე ტურში თბილისის ლოკომოტივთან(3-2) მატჩის დაწყებამდე გუნდის სპორტულმა დირექტორმა ალექსანდრე რეხვიაშვილმა ფეხბურთელს სამახსოვროდ, 13-ნომრიანი მაისური გადასცა.

ომარ მიგინეიშილმა თავისი თითქმის 20-წლიანი კარიერის მანძლზე საქართველოს ჩემპიონატის სხვადასხვა გუნდებში ითამაშა. პროფესიული კარიერა 2002 წელს "სამტრედიაში" დაიწყო, სხვადასხვა დროს უთამაშია ქუთაისის "ტორპედოში", თბილისის "ლოკომოტივში", გორის "დილაში" "რუსთავსა" და "საბურთალოში". მიგინეიშვილი ორჯერ საქართველოს ნაკრებშიც იყო გამოძახებული... 

ომარ მიგინეიშვილმა ეროვნულ ლიგაში 200 მატჩზე მეტში მიიღო მონაწილეობა.