ავტორიზაცია

VIDEO: მართლა მგელია! ვოლკოვმა აზერბაიჯანში კვლავ გაიტანა

თარიღი 05 დეკ 2021, 19:22

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-13 ტურში ზირა საკუთარ მოედანზე პირველ ტაიმში გაბალასთან 1-2 მარცხდება.

პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ზირას შემადგენლობიდან დავით ვოლკოვმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდისთვის ზირას მაისურით მიმდინარე სეზონში მე-10 გოლია.

ნოემბერში 26 წლის თავდამსხმელი საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს და უზბეკეთის(1-0) წინააღმდეგ სადებიუტო გოლიც გაიტანა.