ავტორიზაცია

VIDEO: რანგნიკი წარმატებულად იწყებს - მანჩესტერმა შინ კრისტალ პალასს მოუგო

თარიღი 05 დეკ 2021, 19:56

პრემიერ ლიგის მე-15 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ საკუთარ კედლებში „კრისტალ პალასი“ დაამარცხა.

შეხვედრა „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ეს მატჩი სადებიუტო გამოვიდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი მთავარი მწვრთნელისთვის, რალფ რანგნიკისთვის.

„იუნაიტედის“ რიგებში ერთადერთი გოლით ფრედი გამოირჩა, რომელსაც ასისტი მეისონ გრინვუდმა გაუკეთა.

„მანჩესტერმა“ 24 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ტურის ბოლოს შესაძლოა მეშვიდემდე ჩამოქვეითდეს. „კრისტალ პალასი“ კი 16 ქულით მე-12 პოზიციაზეა.