ავტორიზაცია

რა არის დემბელეს და ბარსელონას შორის განხეთქილების მთავარი მიზეზი?

რა არის დემბელეს და ბარსელონას შორის განხეთქილების მთავარი მიზეზი?
თარიღი 05 დეკ 2021, 20:09

„ბარსელონას“ შემტევი, უსმან დემბელე, დიდი ალბათობით გუნდს ზაფხულში უფასოდ დატოვებს.

Diario Sport-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგს გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, მხარეები ახალი შეთანხმებისგან ძალიან შორს არიან.

„ბარსელონას“ ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, მაგრამ დიდი სხვაობაა იმ თანხებს შორის, რასაც დემბელე ითხოვს და რასაც „ბარსელონა“ სთავაზობს.

კერძოდ, „ბარსას“ სურს ფეხბურთელს ხელფასი ბონუსების სახით დაუწესოს, რათა მისი ტრავმატულობისგან თავი დაიზღვიოს და ფულის უშუალოდ მოედანზე გასვლით გამომუშავება დააკისროს.

თავად დემბელეს კი ფიქსირებული ხელფასის მიღება სურს. წლის ბოლომდე, მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგება და „ბარსა“ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას კიდევ ერთხელ ეცდება.

ყოველი შემთხვევისთვის, ფეხბურთელის აგენტი მუსა სისოკო უკვე შეხვდა რამდენიმე ევროპულ გრანდს. მათ შორის - ინგლისურებს, „ბაიერნს“ და „იუვენტუსს“.